ქალი მხატვრები Part 1

თუ დავაკვირდებით ხელოვნების ისტორიაში კაცების წვლილი უფრო მეტადაა გამოკვეთილი ვიდრე ქალების. ისმის კითხვა რატომ? ალბათ იმიტომ რომ ქალს არ შეეძლო ისეთი განათლების მიღება როგორც კაცს, ის ვერ იქნებოდა მეცნიერი, მხატვარი , იურისტი და ა.შ. ეს სტერეოტიპები დროთა განმავლობაში დაირღვა თუმცა ვაღიაროთ რომ დღესდღეობის მაინც არსებობენ ისეთი ადამიანები რომლებსაც მიაჩნიათ რომ ქალს ამ ყველაფრის გაკეთება არ შეუძლია. ძველ დროში მათი ნაშრომები იჩრდილებოდა და იორონიული სახე ეძლეოდა, თუმცა ისინი არაფრით განსხვავდებოდნენ სხვებისგან, პირიქით მათი ნამუშევრები უკეთესიც იყო. ქვევით წარდგენილია მათი როგორც ავტოპორტრეტები ასევე ნამუშევრები და მათი მსგავსი მიმდინარეობების შესრულებული მამაკაცების მიერ. “თუ როგორ ცუდად ხატავდნენ ქალები” ეს უკვე თქვენ განსაჯეთ.

არტემისია 

  1. Artemisia Gentileschi (1593-1656)- იტალიელი ქალი მხატვარი, ბაროკოს წარმომადგენელი. როგორც ვიცით ბაროკო მე-17 საუკუნეში ჩნდება და მისი ერთ-ერთი ცნობილი მიმდევარი კარავაჯო იყო. არტემისიაზე საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა მისმა ნამუშევრებმა და ამიტომ დაინტერესდა ბაროკოს მიმდევრობაში. მას ყავდა ორი ძმა რომლებიც მამამისის სახელოსნოში მუშაობდნენ როგორც მხატვრები, თუმცა როდესაც არტემისიაც ამ სფეროს მიყვა მათზე უკეთ დაიწყო ხატვა, და შესაბამისად უკეთესი ნამუშევრებიც გამოუვიდა. მის ნახატებში ნათლადაა გამოკვეთილი ფემინიზმი და მინიშნება იმის რომ ქალები ერთმანეთს სოლიდარობას უნდა უწევდნენ.

ავტოპორტრეტი

afeb397db2a68fde2b39a452750cfcfc.jpg

2. Caravaggio (1571 – 1610)

800px-Artemisia_Gentileschi_-_Giuditta_decapita_Oloferne_-_Google_Art_ProjectCaravaggio_Judith_Beheading_Holofernes

ელისაბედ ვიგე ლე ბრუნი

1. Élisabeth Vigée Le Brun (1755— 1842)- მე-18 საუკუნეში, საფრანგეთში, კერძოდ პარიზში მოღვაწე თვითნასწავლი ქალი მხატვარი, რომელიც ძალიან ცნობილი გახდა შემდგომ თავისი ნამუშევრებით. მიმდინარეობა: ნეოკლასიციზმი (კლასიკური ხანა), როკოკო. ელიზაბეთი ერთ-ერთი ქალი მხატვარი იყო იმ ოთხიდან რომელმაც ჩააბარა ფრანგულ აკადებიაში, 28 წლის ასაკში . მოღვაწეობდა როგორც საფრანგეთში, ასევე ავსტრიაში, რუსეთში, იტალიაში. სულ დახატული აქვს  660 პორტრეტი და 200 პეიზაჟი.

ავტოპორტრეტიgallery-1475159843-hbz-the-list-female-artists-to-know-louise-gettyimages-463967423

 

2.François Boucher (1703 –1770) როკოკოს წარმომადგენელი

3.Johann Joachim Winckelmann (1717 –1768) ნეოკლასიციზმის წარმომადგენელი

800px-Vigée-Lebrun_Marie_Antoinette_1783

 

The_secret_message,_by_François_Boucher800px-Johann_Joachim_Winckelmann_(Anton_von_Maron_1768)

სოფონისბა ანგუისოლა

Sofonisba Anguissola (1532 – 1625)- იტალიელი ქალი მხატვარი, რენესანსის წარმომადგენელი. მსგავსი მხატვრების როგორიც ლეონარდო და ტიციანი, სოფია სწავლობდა Bernardino Campi-სთან, რომელიც წარმოშობით იტალიელი იყო კერძოდ კრემონადან . მოღვაწეობდა ფილიპ II, ესპანეთის ერთ-ერთი ძლევამოსილი მეფის კარზე სხვა, მამაკაც მხატვრებთან ერთად. 14 წლის განმავლობაში წინ მიუძღვოდა Artistic Development-ს, ეს იყო სასწავლებელი რამდენიმე ფაზით სადაც ხდებოდა ადამიანის ხატვის შესაძლებლობების განვითარება, ევოლუცია და სხვადასხვა ტექნიკების შესწავლა. ყველაფერი ეს გააკეთა თავისი ახალი დედოფლის იზაბელასთვის (ფილიპის ცოლი) რამაც დიდი ზეგავლენა მოახდინა მის შვილებზეც.

ავტოპორტრეტი

330px-Self-portrait_at_the_Easel_Painting_a_Devotional_Panel_by_Sofonisba_Anguissola.jpg

2. Titian 1488-1490

tumblr_nj5elkErNU1qfcut3o1_1280800px-Vecelli,_Tiziano_-_Judith_-_c._1515

საინტერესო ფაქტები ცნობილ მხატვრებზე

პაბლო პიკასო

1.პიკასოს სრული სახელი შედგება 23 სიტყვისგან Pablo Diego José Francisco de Paula Juan Nepomuceno María de los Remedios Cipriano de la Santísima Trinidad Martyr Patricio Clito Ruíz y Picasso.

2. დაიბადებისას ექთანს იგი მკვდარი ეგონა. მისი ბიძა მწეველი იყო, მან სიაგრეტს ცეცხლი მოუკიდა და კვამლის გამო ბავშვი ატირდა. ვინ იფიქრებდა თუ სიგარეტი ვინმეს სიკვდილისგან იხსნიდა.

3.პიკასოს პირველი სიტყვა იყო ესპანურად piz ანუ ქართულად ფანქარი.

4.თავისი პირველი ნახატი 9 წლის ასაკში შექმნა ,რომელსაც ერქვა  Le picador. ხა­რე­ბის ჭი­დი­ლის დროს ცხენზე ამხედრებული მამაკაცი.

the-picador-1890.jpg

5.მას ყავდა ოთხი შვილი სამი სხვადასხვა ქალისგან. დაქორწინებული მხოლოდ 2ჯერ იყო.

tumblr_ns5w9im2051r0bqbdo3_1280tumblr_ns5w9im2051r0bqbdo6_1280UgUsZNq

გუსტავ კლიმტი

1.გუსტავ კლიმტი დაიბადა 1862 წლის 14 ივლისს, ავსტრიაში

2.ის სწავლობდა Vienna shcool of Arts and Crafts -ში და მიიღო დიდი გამოცდილება რის შედეგადაც ისწავლა ბევრი მეთოდები. ის ძირითადად იყენებდა ოქროსფერს.

3.  მამა და მისი ძმა ერნესტი ორივე გარდაიცვალა 1892 წელს რამაც დიდი ცვლილება მოახდინა მის ნამუშევრებში.

4.მას არასდროს დაუხატავს ავტო პორტრეტი.

5. 1891 წელს ის გახდა ავსტრიელთ საზოგადოების ერთ-ერთი წევრი ავსტრიელთ საზოგადოების და გადავიდა უფრო დიდ სტუდიაში სადაც მეტ ფოკუსირებას ახდენდა თავის ნაშრომებზე.

89717larger

სალვადორ დალი

1.სალვადორ დალი დაიბადა 1904 წლის 11 მაისს, ფიგუერესში (Figueres), ესპანეთში.

2. დალი გადავიდა მადრიდში სასწავლებლად Academia de San Fernando ში. მან შეისწავლა მიმდინარეობა როგორიცაა კუბიზმი და მიაღწია დიდ წარმატებას მაგრამ გამოაგდეს სკოლიდან  რადგან ზედმეტად აკრიტიკებდა თავის ლექტორებს მიიღო გაფიცვაში მონაწილეობა და მიუხედავად ამისა მან მაინც განაგრძო სწავლა პარიზში რომელიც უფრო დიდი საფეხური იყო მისი კარიერისთვის.

 

3.მაინც ცოლად მოიყვანა თავისი მეგობარი პოეტის პაულ  ელუარდის ცოლი გალა რომლებიც ერთად ცხოვრობდნენ 1929 წლიდან და შემდგომ ოფიციალური ცოლ-ქმარნი გახდნენ 1934 წელს. დალის ოჯახს არ მოსწონდა გალა რადგან იგი იყო დედა, ჰყავდა შვილი სესილი (ელუარდი) და 10 წლით დიდი იყო დალიზე.

4.დალი გიჟდებოდა ჰიტლერზე როდესაც სხვა მხატვრებს ეშინოდათ მისი. მან ერთხელ თქვა: “მე ხშირად ვოცნებობდი ჰიტლერზე, როგორც სხვა მამაკაცი ქალებზე”

Metamorphosis of Hitler’s Face into a Moonlit Landscape with Accompaniment (1958)

salvador_dali_1958_16_metamorphosis_of_hitler_s_face_into_a_moonlit_landscape_with_accompaniment_1958_large296vrlt

dali16hitler-masturbating

5.სანამ დალი დაიბადებოდა მანამდე ყავდა დიდი ძმა რომელიც 22 თვის ასაკში გარდაიცვალა, იგი იყო პირველი “სალვადორ დალი”. როდესაც 9 თვის შემდეგ მშობლებს მეორე შვილი შეეძინათ, მეორე სალვადორ დალი. ისინი ეჭვობდნენ რომ ეს მათი პირველი გარდაცვლილი შვილი იყო და გარეგნულადაც ისინი ძალიან გვანდნენ ერთმანეთს.

5 წლის ასაკში სალვადორი თავისი ძმის საფლავთან მიიყვანეს რამაც დიდი ფსიქიკური გავლენა მოახდინა მასზე თითქოს ეს მისი ნაწილი იყო, რაც შემდეგ მის ნამუშევრებშიც აისახა.

64886_portraitsalvadordali_byricardosans_1490867671_800800

 

•Vincent van gogh-ვინსენტ ვან გოგი•

original

ვან გოგი

ვინსენტ ვილემ ვან გოგი, ყველაზე გამორჩეული მხატვარი პოსტ-იმპრესიონისტებს შორის მთელ ხელოვნების ისტორიაში. საზოგადოებამ ის როგორც შეშლილი ისე გაიცნო მაგრამ არ უკვირდებოდნენ თუ რისი გამოვლა მოუწია მას მთელი ცხოვრების განმავლობაში

რეული წლები და ოჯახი

ვან გოგი დაიბადა  1853 წლის 30 მარტს ქალაქ ზუნდერტში პროვინცია ჩრდილოეთი ბრაბანტში, სამხრეთ ნიდერლანდები. ის იყო Theodorus ვან გოგის  და ანა კორნელია კარბენტუსის უფროსი შვილი. ვან გოგს სახელი ბაბუის გამო შეარქვეს, თუმცა ეს სახელი საკმაოდ გავრცელებული იყო ოჯახში.

ვინსენტის დების და ძმების შესახებ უფრო ნაკლები ინფორმაციაა ცნობილი. 1852 წელს ვან გოგის დაბადებამდე ერთი წლით ადრე დაიბადა მისი უფროსი ძმა ვინსენტ ვილემი, თუმცა ოჯახმა დანაკარგი განიცადა. ვან გოგი უფროსი იყო თავის ძმებს და დებს შორის. სულ ხუთნი იყვნენ 2 ძმა და 3 და.

ანა კორნელია 1855-1930- მეორე შვილი ვინსენტის მერე. ის ცხოვრობდა ინგლისში 2 წლის განმავლობაში, თავდაპირველად ლონდონში ხოლო შემდგომ ველვინში (Welwyn) ფრანგულს ასწავლიდა. 1877 წელს ის მუშაობდა ვან ჰუტენების ოჯახში როგორც   lady’s companion. ეს იყო თანამდებობა რის თანახმადაც ქალი უნდა დახმარებოდა ოჯახს და უმეტესწილად უნდა გამოწყობილიყო მდიდრულად, გაეწია კომპანია როგორც ოჯახისთვის ისე სტუმრებისთვის,ანუ მიეღო სტუმრები, გაება მათთან საუბარი და დასწრებოდა ღონისძიებებს. თუმცა ამისთვის ცოტას უხდიდნენ. ანა დაქორწინდა ოჯახის უფროს ვაჟზე  Joan Marius van Houten-ზე და მათ ორი ქალიშვილი ეყოლათ. უშუალოდ ვინსენტთან ანას ურთიერთობა არ ქონია.

ტეო 1857-1891- ვან გოგის ყველაზე ახლო მეგობარი. ტეო გახდა ცნობილი ხელოვნების ნიმუშებით მოვაჭრე. მალე მან მოიყვანა ცოლად  Jo Bonger და მომდევნო წელს ეყოლათ შვილი ვინსენტ ვილემი (მისი უფროსი გარდაცვლილი ძმის სახელი). ტეო მუდამ გვერდში ედგა ვინსენტს მისი ემოციური პერიოდის დროსაც. უმეტესწილად ვან გოგი ტეოსთან ახლოს ცხოვრობდა. მისი გარდაცვალების შემდგომ ტეოს ჯანმრთელობაც გაუარესდა და რამდენიმე თვის შემდეგ გარდაიცვალა.

ელიზაბეთ ჰუბერტა  1859-1936- დაქორწინდა  Jean Philippe Bruchem-ზე, წყვილს ყავდა პირველი უკანონო შვილი და შემდგომ კიდევ ოთხი მას შემდეგ რაც დაქორწინდნენ. ელიზაბეთი პროფესიით პოეიტი იყო და მან გამოსცა წიგნი ვინსენტზეც 1910 წელს.

ვილემია ჯაკობა 1862-1941 ვან გოგის უმცროსი და რომელიც რაღაც პერიოდი ანასთან ერთად ცხოვრობდა ინგლისში.თავიდან მუშაობდა როგორც ძიძა ხოლო შემდგომ კი როგორც ექთანი. ის არასდროს დაქორწინებულა და არც შვილები ეყოლა მაგრამ ცხოვრობდა დედასთან ერთად. ვილემია ფემინისტი იყო და ერთ-ერთ კომიტეტშითაც

იყო გაწევრიანებული. ვილემია ვან გოგის ყველაზე საყვარელი და იყო. .1902 წლის 4 დეკემბერს ვილი მივიდა ფსიქიატრიულ კლინიკაში Veldwijk-ში სადაც ის თავისი სიკვდილის ბოლო წუთებამდე დარჩა. 1941 წელს 79 წლის ასაკში კი ის გარდაიცვალა.

კორნელიუს ვინსენტი 1867-1900- დიდი ძმებისგან განსხვავებით კორნელიუსი არ შეიჭრა ხელოვნების სამყაროში, მიუხედავად ამისა ის წარმატებული ინჟინერი გახდა. რაც შეეხება ქორწილს 8 თვეზე დიდხანს ვერ გაძლო. კორნელიუსმა გამოხატა სურვილი რომ მიეღო მონაწილეობა ბურების მეორე ომში(Anglo-Boer) და მოხვდა გარდაცვლილთა სიაში, თუმცა სხვები ირწმუნებიან რომ მან სცადა თავის მოკვლა 1900 წელს

განათლება

15 წლის ასაკში ვან გოგის ოჯახი განიცდიდა ფინანსურ კრიზისს ამიტომ მას მოუწია სკოლის დატოვება და მუშაობა. იგი ვაჭრობდა სხვისი ხელოვნების ნიმუშებით.იმ დროისთვის მან ძალიან კარგად იცოდა ფრანგული, გერმანული და ინგლისური.

1873 წელს ვან გოგი გადავიდა  “გროუპილ გალერეაში”(Groupil Gallery) ლონდონში. მას ძალიან შეუყვარდა ინგლისური კულტურა. ხშირად დადიოდა გალერეაში,იგი გახდა ჩარლზ დიკენსის და ჯორჯ ელიოტის დიდი ფანი. ინგლისში მას შეუყვარდა ევგინე ლოიერი (Eugenie Loyer) რომელმაც ხელის თხოვნაზე უარი განუცხადა. ვან გოგი ამის გამო იტანჯებოდა. მან ყველა წიგნი გადააგდო ბიბლიის გარდა. ის საკმაოდ გამაღიზიანებელი და უხეში გახდა ხალხის მიმართ რის გამოც დაითხოვეს.

რაც შეეხება მის სასიყვარულო ცხოვრებას ეს ვან გოგს ემოციურად უფრო ანადგურებდა. მას შეუყვარდა თავისი ბიძაშვილი ქეითი, თუმცა მალევე გაფრინდა თავის სახლში ამსტერდამში.

მხატვრობა

ამ საშინელი ცხოვრების წლების მიუხედავად ვან გოგი 1880 წელს, შემოდგომაზე გადავიდა ბრიუსელში და გადაწყვიტა მხატვრობა. მისი ცხოვრების მანძილზე მან მხოლოდ ერთი ნახატი გაყიდა წითელი ვენახები არლში. მისი პირველი ნახატი იყო “კარტოფილის მჭამელები” (1855 წელი). იმ დროისთვის იმპერსიონიზმი იყო გავრცელებული ამიტომ ვან გოგის იდეას რომ პარიზში გადასულიყო ტეო მისი ძმა განსხვავებულად უყურებდა და მიაჩნდა რომ წარმატებას ვერ მიაღწევდა. თუმცა როდესაც მისი ძმა დაუპატიჟებლად გამოცხადდა მის სახლში 1886 წელს ტეომ ის მიიღო და პატარა ბინა გამოუყო.

ნახატები

წითელი ვენახები არლშიVan Gogh

ერთადერთი ნახატი რომელიც გაყიდა ვინსენტმა , მისი ძმის დახმარებით 400 ფრანკად.

კარტოფილის მჭამელები

კარტოფილის მჭამელები

„მასში ვეცადე მეჩვენებინა, რომ ეს ხალხი, რომელიც ახლა კარტოფილს ჭამს ლამპის ნათელში, ამავე ხელებით მიწას თხრიდნენ; ასე რომ, ეს ნახატი გვაუწყებს მძიმე შრომაზე და იმაზე, რომ ამ ხალხმა ეს საჭმელი დაიმსახურა.“

.ვარსკვლავიანი ღამეthe-starry-night.jpg

სურათზე გამოსახულია სოფლისა და ცის ხედი მზის ამოსვლამდე, სენ-რეიმ-დე პროვანსის თავშესაფრის აღმოსავლეთ ფანჯრიდან. ნახატი შეიქმნა 1889 წელს. შემდგომ კი მისი დახმარებით აღმოაჩინეს ტურბულენტობა- ეს არის ქარის მოძრაობა რომელიც მანამდე არც ქონდათ აღმოჩენილი

ვარსკვლავიანი ღამე რონის თავზეStarry_Night_Over_the_Rhone.jpg

მზესუმზირებიVincent_Willem_van_Gogh_128

პირველი ციკლი დაიხატა პარიზში 1887 წელს. ნახატი იმდენად პოპულარული გახდა რომ მისი რამდენიმე ვერსია არსებობს

ვან გოგის საძინებელი

801855-R3L8T8D-650-StillLife-135

ზამბახები unnamed-2

ვან გოგმა ეს ნახატი სენ პოლის თავშესაფარში ყოფნისას, სიკვდილამდე ერთი წლით ადრე დახატა ვან გოგმა ზამბახების ხატვა თავშესაფარში მოხვედრიდან ერთ კვირაში დაიწყო, 1889 წელს, მუშაობდა საავადმყოფოს ბაღში.  ვინსენტი ნამუშევარს შემდეგნაირად მოიხსენიებს:„ჩემი დაავადების ნათლი ორიენტირი“. რადგან ის გრძნობდა რომ შეეძლო დაავადებისგან თავის დაღწევა იმ შემთხვევაში თუ ხატვას გააგრძელებდა.

პურის ყანა ყორნებით

640px-a_vincent_van_gogh

ვან გოგის ძალიან ბევრი ნახატი არსებობს ამიტომ შევეცადე ძირითადები და საინტერესო ნახატები შემერჩია.

ვან გოგის სამხატვრო ცხოვრებას რაც შეეხება ისიც არ იყო იდეალური. ვან გოგი მეგობრობდა გოგენთან და ერთხელ ტეომ მას ფული შესთავაზა რომ არლში წასულიყო და მასთან ერთად ეცხოვრა, თუმცა ისინი მუდამ ჩხუბობდნენ. გოგენმა ცოტახანი დატოვა ვან გოგი. ყურის მოჭრას რაც შეეხება მან მისი ყურის მხოლოდ ნაწილი მოიჭრა რაც არც თუ ისე საშიშია, ამას კი ვან გოგის სინდრომი შეარქვეს.

ტეო მუდამ გვერდში ედგა ვინსენტს, მუდამ ზედამხედველობდა და განსაკუთრებით უყვარდა.

გარდაცვალება

1890 წლის 27 ივლისს ვან გოგი მინდორში გავიდა, დილით, თოფით ხელში და სროლისას ტყვია ზუსტად მკერდში მოხვდა, თუმცა ის იმწამსვე არ მომკვდარა, ვინსენტი  სისხლისგან დაცლილი იპოვეს თავისივე ოთახში და ახლო საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც ტეოც მოვიდა. რამდენიმე დღის განმავლობაში ისინი ერთად ლაპარაკობდნენ ხოლო შემდეგ ვინსენტმა სთხოვა ტეოს რომ სახლში წაეყვანა. 29  ივლისს ვან გოგი გარდაიცვალა თავისივე ძმის ხელებში. ის მხოლოდ 37 წლის იყო.

ტეო და ვინსენტი

უცნაური და საინტერესო ფაქტები

  • მისი ბოლო სიტყვები იყო “The Sadness Will Last Forever” ანუ მწუხარება სამუდამოდ გაგრძელდება
  • ტეოს ცოლის ჯოანას დამსახურებაა რომ ის სიკვდილის შემდგომ ასეთი ცნობილი გახდა.
  • ვან გოგს სხვა ფერების გამოყენება უნდოდა, თუმცა მისი ცვალებადი თვალის პიგმენტის გამო ნახატებში ჭარბობს ყვითელი ფერი.
  • ვინსენტს თავიდან უნდოდა პასტორობა, Dutch Reformed ეკლესიაში მამამისივით
  • თავის ცხოვრების მანძილზე მან 800 წერილი დაწერა და უმეტესი მათგანი ტეოსთვის იყო.
  • ვან გოგი დაავადებული იყო ეპილეფსიის ერთ-ერთი ფორმით, რის გამოც იგი ემოციურად იტანჯებოდა, ძირითადი სიმპტომები კი შიში და დეჟა ვუს გრძნობაა.
  • როგორც ბავშვი ვინსენტი ძალიან მშვიდი იყო
  • მან სულ 37 ავტოპორტრეტი დახატა
  • “ვგრძნობ რომ არაფერია ისეთი მხატვრული როგორც ადამიანების სიყვარული”
  • “მე ვოცნებობ ნახატზე და შემდეგ ჩემს ოცნებას ვხატავ”